ქაქუცა აბაიშვილი: ტიტების მიზანი მინიმუმ ოთხეულში მოხვედრაა

„ტიტების“ უკანახაზელი ქაქუცა აბაიშვილი, რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილია და კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ქალაქის გუნდში აქვს გატარებული.


კვირას 23 დეკემბერს, სუპერლიგის მე-7 ტურში „ტიტები“ სწორედ რუსთავს ეთამაშება. ამასთან და გუნდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქაქუცას გავესაბურეთ

პირველ რიგში, როგორ ემზადებით რუსთავთან თამაშისთვის ?

-რუსთავთან თამაშისთვის გუნდი აქტიურად ემზადება, ვმუშაობთ ტაქტიკურ სქემაზე და ვხვეწთ ხარვეზებს, რაც წინა მატჩებში გვქონდა

როგორ შეაფასებ სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებას და რა მიზნებს ისახავს თქვენი გუნდი?

-სუპერლიგა წელს ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, მეტ-ნაკლებად ერთნაირი დონის გუნდები თამაშობენ და ეს შედეგებზეც აისახება, რაც შეეხება „ტიტებს“ ჩვენი მიზანი არის მინიმუმ ოთხეულში შესვლა, რისი რესურსიც ვფიქრობ გაგვაჩნია

რუსთავთან შეხვედრა შენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, მშობლიური გუნდის წინააღმდეგ გიწევს თამაში

-რუსთავთან ისევე, როგორც სხვა დნარჩენ გუნდებთან შეხვედრა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ გამარჯვებას დიდი ფასი აქვს.

წესით „ტიტებისთვის“ დამატებითი წნეხი უნდა იყოს სავსე დარბაზში რუსთავის წინააღმდეგ თამაში?

-რუსთავში დარბაზი ყოველთვის სავსეა და გულშემატკივარი ძაალიან აქტიურია რათქმაუნდა გარკვეული წნეხი ამას მოჰყვება, თუმცა ჩვენ ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვართ.