ლოკომოტივის 19-წლამდელებმა ოქროს ლიგა მოიგეს
თბილისის ლოკომოტივი 19 წლამდე, ოქროს ლიგის 2018 წლის ჩემპიონია. გათამაშების ბოლო ტურში, სულიკო დავითაშვილისგუნდმა სამტრედია დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, 1 დეკემბერს, საგურამოს ბაზაზე სამტრედიას 12-1 მოუგო.
სტუმრებს 3-3 გოლი ლევან გრძელიძემ და რევაზ ინჯგიამგაუტანა. დუბლი შეასრულა ზურიკო დავითაშვილმა და შოთა შეყილაძემ. თითო გოლი ივანე ოქროპირიძემდა დავით ნაჭყებიამგაიტანეს.
სულიკო დავითაშვილის გუნდმა 44 ქულა დააგროვა და დინამო თბილისს ერთი ქულით აჯობა. ლოკოს 19 წლამდე გუნდმა 2018 წლის სეზონი წაუგებლად დაამთავრა. ოქროს ლიგის 16 ტურში, დავითაშვილის გუნდმა 14 მატჩი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.
ლოკომოტივი: გუგუშვილი, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი (შარიქაძე 29), სირაძე, ჯანაშია (კაპ), ოქროპირიძე, დავითაშვილი (ნაჭყებია 27), ინჯგია, გრძელიძე, შეყილაძე (გოგობერიშევილი 62)
მთავარი მწვრთნელი:სულიკო დავითაშვილი
არბიტრი: დავით ფიფია (გალი)
წყარო: fcloco.ge