ეროვნული ლიგის პლეიოფების განრიგი და სტადიონები ცნობილია

ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის დასრულებმადე 1 ტურია დარჩენილი თუმცა უკვე გარკვეულია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ეროვნულ ლიგაში მოსახვედრ პლეიოფში ითამაშებენ. როგორც მოგეხსენბათ ეროვნული ლიგის მე-8 ადგილი სიონმა  დაიკავა, ხოლო მე-9 ადგილზე სამტრედია გავიდა. შესაბამისად სამტრედია ლიგა 2-ის მე-2 ადგილოსანას ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება, ხოლო ბოლნისის სიონი კი-გაგრას.

მატჩები 12 და 15 დეკემბერსაა ჩანიშნული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიონი თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ  მშობლიურ კედლებს უბრუნდება და  გაგრას ბოლნისში დაუპირისპირდება, მატჩი 13:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილის პირველი შეხვდრა კი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე  15:00 საათზე გაიმართება.

სამტრედია ვიტ ჯორჯიას ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძელბს, მატჩი 17:00 საათზე დაწიყება, განმეორებითი შეხვედრა კი მცხეთაში 13:00 საათზე აიღებს სტარტს.