ლიგა 2-ის ცენტრალური შეხვედრა ქობულეთში გაიმართება

დღეს გაიმართება ლიგა 2-ის დასკვნითი, 36-ე ტური. ამ დროისთვის უკვე გარკვეულია გამარჯვებულისა და იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ეროვნულ ლიგაში მოსახვედრ პლეიოფში ითამაშებენ.

გათამაშებას 73 ქულით ბათუმის დინამო ლიდერობს, მეორე ადგილიზე მყოფ ვიტ ჯორჯიას 62 ქულა აქვს , ხოლო მესამე ადგილზე მყოფ გაგრას კი 55 ქულა. ვიტ ჯორჯია პლეიოფში სამტრედიას დაუპირისპირდება, გაგრა კი ბოლნისის სიონს.

რაც შეეხება ტურის ცენტრალურ მატჩს ქობულეთში, ჩელე არენაზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი შუქურა და წყალტუბოს სამგურალი დაუპირისპირდებიან. ამ წუთისთვის შავი ზღვის პირელებს 38 ქულა აქვთ მარაგში და მე-8 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო სამგურალი კი 41 ქულით მე-7 ადგილზეა. იმისთვის, რომ შუქურამ პლეიაუტს დააღწიოს თავი სამგურალის დამარცხება მოუწევს, თავის მხრივ წყალტუბოელებს ფრეც აძლევთ ხელს. 

საინტერესო შეხვედრები გაიმართება თელავში და მარტვილში. უმოტივაციო თელავი ლიგა 2-ის ბოლო ადგილოსან ცხინვალს უმასპინძლებს, ხოლო მარტვილი და  პირველ ადგილზე მყოფ ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება. იმითვის რომ ცხინვალმა მე-10 ადგილს თავი დააღწიოს აუცილებლად მოგება ესაჭირეობათ, ოღონდ იმ პირობით თუ მარტვილი დინამო ბათუმთან დამარცხდება. იმ შემთხვევაში თუ მერანი მინიმუმ ქულას მაინც მოიპოვებს ასეთ შემთხვევაში ცხინვალი, შედეგის მიუხედავად პირდაპირ ლიგა 3-ში გავარდება.

ყველა შეხვედრა ერთდროულად 14:00 საათზე დაიწყება.