დენის ხომუტოვი გაგრას დაემშვიდობა

დენის ხომუტოვი გაგრას დაემშვიდობა. მწვრთნელისა და კლუბის ურთიერთშეთანხმებით, მან დაკავებული პოსტი დატოვა.

მისი თავკაცობით გაგრამ საქართველოს თასის ფინალში იასპარეზა. ჩვენი გუნდი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და საპრიზო ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ასევე ერთი ნაბიჯი დააკლდა გაგრას ეროვნული ლიგის საგზურამდე. დენის ხომუტოვის ხელმძღვანელობით, გუნდმა რეგულარულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა, უახლოესი მდევარი 7 ქულით ჩამოიტოვა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა ბოლნისის სიონის ბარიერი ვერ გადალახა და ეროვნული ლიგის საგზურის მოპოვებას უკვე მომავალ, 2019 წელს ეცდება.

კლუბი მადლობას უხდის დენისს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში!

“მსურს მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის. სამწვრთნელო შტაბი, პერსონალი და მოთამაშეები ჩემთვის მეორე ოჯახი გახდა. ჩვენ ვიყავით ერთიანი. უღრმესი მადლობა ყველას მუშაობისთვის, მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერდა გუნდს ბედნიერ და რთულ მომენტებში. მე არ გემშვიდობებით, მე ვამბობ შეხვედრამდე!” -დენის ხომუტოვი

წყარო: FB/FCGagra