ბათუმის დინამო ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება
ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. გუნდმა უკვე დაიმატა რამდენიმე ფეხბურთელი.
ბათუმელთა ფეისბუქ გვერდმა ცოტნა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც გუნდი გაგრას ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. ამიერიდან რატი ცაცკრიალაშვილი და თორნიკე გაფრინდაშვილი “დინამოს” ფორმას მოირგებენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელებმა რამდენიმე დღის წინ კიჭი მელიავასა და გიული მანჯგალაძის ტრანსფერები გააოფიციალურეს.