ფუტსალის ლიგის მე-5 ტურის ანონსი
ხვალ, 14 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართება. თამაშები 3 საათზე დაიწყება.
პირველ შეხვედრაში ერთამენთს TMC თბილისი და და ბსუ დაუპირისპირდებიან. მატჩის უდავო ფავორიტი თბილისური გუნდია. შარშანდელი სეზონის გამარჯვებულები 7 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან. ბსუს კი ჯერ-ჯერობით ქულაც კი არ აქვს მოპოვებული.
მე-5 ტურის მეორე შეხვედრაში დინამო სოხუმი მფკ თბილისს დაუპირისპირდება. წყვილის ფავორიტი დინამოა. სოხუმელები 7 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, მფკ თბილისს კი ბსუ-ს მსგავსად ამ დრომდე ქულა არ აქვს მოპოვებული. შეხვედრა 17:00 საათზე დაწიყება.
სათამაშო დღის მესამე შეხვედრაში თელასი ქუთაისის მართვეს უმასპინძლებს. თელასი ამ დრომდე უდანაკარგოდ თამაშობს და 3 თამაშში 9 ქულა აქვს მოგროვებული. მართვე კი 4 ქულით მე-6 ადგილზეა . შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი სილკ უნივერსალზეა დაგეგმილი.
ტურის ცენტრალური შეხვდრა კი 21:00 საათზეა დაგეგმილი. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი თსუ კოლხი-გულრიფშს დაუპირისპირდება. სტუდენტები 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან,კოლხი კი 6 ქულით მე-5 ადგილზეა.