საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში უნგრეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ქართველთა მხრიდან თითო გოლი ირაკლი თოდუასა და თალესის ანგარიშზეა, ერთი ბურთი კი, საკუთარ კარში ჯოზეფ ტატაიმ ჩაჭრა.

საქართველო 3:2 უნგრეთი

ოლიმპიური სასახლე, თბილისი

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, სიმი საიოტი

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკუა, ჯამბურია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, თფურია, ქურდაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათანი

უნგრეთი: ალაშტიჩი, კლაჩაკი, შიშკა, კომარომი, ტატაი

სათადარიგო შემადგენლობა: ვარშნი, რიჩარდი, ნაგი, ტარი, რაბლი, ვაში, დროტი, ბორომისა, ტამაში

მთავარი მწვრთნელი: იოზეფ ტურზო

მსაჯები: შოთა ქუხილავა, ლევან ვარამიშვილი, ზვიად ბლიაძე

გოლები: 1:0 ტატაი (ს.კ), 1:1 ტატაი, 1:2 დროტი, 2:2 თოდუა, 3:2 თალესი

წყარო: gff.ge