ფუტსალის ლიგის მე-6 ტური სუპერ შეხვედრით დაგვირგვინდება

ფუტსალის ლიგის მე-6 ტური 3 დღეზეა გაწელილი და 21, 22, 25 დეკემბერს გაიმთება. ტურის პირველი შეხვედრს 21 დეკემბერსაა დაგეგმილი. ერთამენთს “TMC თბილისი” და ” კოლხი-გულრიფში” დაუპირისპირდება.  თბილისელებს ამ დროისთვის 4 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და 10 ქულით ფუტსალის ლიგის გათამაშებაში მე-3 ადგილზე იმყოფებიან. გულრიფშელებს კი 5 შეხვედრაში 6 ქულა აქვთ მოპოვებული და მე-5 ადგილზე არიან გამაგრებულები.  შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

22 დეკემბერს ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის 2 შეხვედრას ქუთაისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. 16:00 საათზე “ბსუ” ” მფკ თბილისისს” დაუპირისპირდება.  ბათუმელებს ამ დროისთვის ქულა არ აქვთ მოპოვებული და ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფებიან, თბილისელების აქტივში კი 1 ქულაა და მე-7  პოზიციას იკავებენ. 18:00  საათზე ქუთაისის “მართვე” სოხუმის “დინამოს” უმასპინძლებს.  მასპინძლებს 5 შეხვედრაში 4 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე იმყოფებიან, დინამო კი 8 ქულით მეოთხეა.

ტურის ცენტრალური და გამორჩეული შეხვედრა 25 დეკემბერს გაიმართება. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “თსუ” “თელასს” დაუპირისპირდება. სტუდენტებს 5 შეხვედრაში 13 ქულა აქვთ მოგროვებული და მეორე ადგილზე მყოფ “თელასს” მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ “თელასი”  ამ დრომდე უდანაკარგოა და 4 შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი აქვს მოპოვებული. შეხვედრა ს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზეა ჩანიშნული.