ახალგაზრდული ნაკრები დღეს ფინეთს დაუპირისპირდება

 

დღეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. გია ცეცაძის გუნდს 9 ქულა აქვს მოგროვებული  და ჯგუფში მე-3 მე-4 ადგილებს სწორედ ფინეთის ახალგაზრდულ გუნდთან ინაწილებს. სამწუხაროდ ქართველმა ახალგაზრდებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე დაკარგეს.

 

ჩვენმა გუნდმა გუშინ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ტრავმის გამო ნაკრებს გიორგი ხარაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და  ნიკა ნინუა ვერ დაეხმარებიან.

ფინეთი-საქართველო თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.  პირდაპირი რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

მეკარეები

ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი)

მცველები

გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)

ნახევარმცველები

აკაკი შულაია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბ)

თავდამსხმელები

ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)