ახალგაზრდული ნაკრების უხვგოლიანი ფრე უკრაინასთან
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა განახლებული შემადგენლობით პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სტუმრად უკრაინასთან 3:3 ითამაშა. გია ცეცაძის გუნდი მეორე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით აგებდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა.
ჩვენი გუნდიდან გოლები ლუკა ლაკვეხელიანმა (ორჯერ) და ლაშა ლეჟავამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მსაჯმა თითო ფეხბურთელი გაუძევა გუნდებს. ჩვენი ნაკრებიდან მოედანი ორი ყვითელი ბარათით კაპიტანმა გიორგი არაბიძემ დატოვა.
მთავარმა მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: გუგეშაშვილი, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კობოური, სილაგაძე, ლაკვეხელიანი, კუცია, არდაზიშვილი, არაბიძე, ბუღრიძე, არველაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, ძებნიაური, კერელეიშვილი, ლეჟავა.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისევ სტუმრად, 20 ნოემბერს, კვიპროსთან ჩაატარებს.
წყარო: gff.ge