გოგა ბითაძის 17 ქულა და გამარჯვება “პეტროლ ოლიმპიასთან”
გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” ადრიატიკის ლიგის მეოთხე ტურის მატჩში გამართა შინ, “პეტროლ ოლიმპიასთან” და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქე ოვერტაიმშინ 81-77 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა პარკეტზე 27 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. გოგამ ჯამში 17 ქულა, 4 მოხსნა და 3 ბლოკი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი-12 იყო რაც “მეგა ბიმაქსის” შემადგენლობაში მეორე მაჩვენებელი გახლდათ. ასევე გოგა 5-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.
ამ მოგებით “მეგა ბიმაქსს” 4-დან 4 მოგება მოუგროვდა და ABA ლიგის რეგულარული სეზონის ცხრილის სათავეში მოექცა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა: