ეროვნული ნაკრები ლატვიაში მხოლოდ ერთი ფორვარდით გაემგზავრა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი ნაკრები რიგაში 23 კაციანი შემადგენლობით გაემზგავრა. ვლადიმერ ვაისმა მხოლოდ ის ფეხბურთელები იხმო, რომლებმაც ანდროსათან ითამაშეს. როგორც ჩანს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ახალი ფორვარდის გამოძახებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ნიკა კაჭარავა იქნება შეტევის წინა ხაზზე. ნაკრებს ტრავმის გამო თორნიკე ოქრიაშილი მომდევნო შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.
მატში რიგაში, დაუგავს სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარეები
გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები
ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)
თავდამსხმელი
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)