ლუკა გუგეშაშვილი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ამიერიდან საფეხბურთო  კლუბ  გორის “დილას” კარს დაიცავს.

განცხადება რამდენიმე წუთის წინ გორელთა ოფიციალურმა ვებგევრდმა გაავრცელა. განცხადების მიხედვით ახალგაზრდა მეკარე “დილაში” იჯარის წესით “იაგიელონიიდან” გადმოვიდა.

ლუკა გუგეშაშვილი “იაგიელონიაში” გადასვლამდე თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა და ამავე გუნდის აკადემიის აღზრდილია.