საბურთალომ მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც იმარჯვა

დედაქალაქურმა “საბურთალომ” ამხანაგური მატჩი ლიგა-3-ის წარმომადგენელ “თბილისი სითისთან” გამართა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
თასის მოქმედი მფლობელები ლევან ნონიკაშვილმა ტექნიკური დარტყმით დააწინაურა. თანაგუნდელს მალე მხარი გიორგი გულიაშვილმა აუბა. მეორე ნახევარში კი სამამდე ანგარიში კლუბის ახალწვეულმა, ირაკლი სიხარულიძემ გაზარდა. საბოლოოდ მატჩი ამავე ანგარიშით დასრულდა.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი კლუბი 27 იანვარს ბოლნისის “სიონთან” გამართავს.
საბურთალო: გოშაძე, უბილავა, ჩადუნელი, ჯგერენაია, ლაცაბიძე, ო. მამაგეიშვილი, ქარდავა, გოჩოლეიშვილი, ლ. ნონიკაშვილი, ქავთარაძე, გულიაშვილი.
მეორე ტაიმი: გოშაძე (ლეჟავა), იაშვილი, კაკუბავა, გურეშიძე, მამაცაშვილი, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, პარკინაშვილი, გ. მამაგეიშვილი, ტაბატაძე, სიხარულიძე.