“სამტრედია” წამყვანი ლეგიონერის გარეშე რჩება
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” კოტდიუვარელმა ნაახევარმცველმა ინტერს აუსენსე გიმ დატოვა.
გი “სამტრედიას” 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა. კოტდიუვარელ ნახევარმცველს იმერულ კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი ქონდა გაფორმებული, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ გახანგრძლივება აღარ ისურვა.
2017 წლის სეზონში გი ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი გახდა.