საქართველომ ანდორა გაანადგურა
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანდორას ეროვნული ნაკრები ანგარიშით 3-0 დაამარცხა. მატჩი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. პირველივე წუთიდან ანდორელები მხოლოს კარის მშრალად შენახვაზე ფიქრობდნენ და მეოტექის ნახევარზე არ ცდილობდნენ გადასვლას. თუმცა, ქართველებმა მეტოქე მაინც გატეხეს და შეხვდერის 33-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთთან პირველი ვაკო ყაზაიაშვილი მივიდა და მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუშვა ბურთი და მასპინძლებიც დააწინაურა. პირველ ტაიმში ქართველკებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარიც პირველის მსაგვსად დაიწყო. ქართველებმა გოლების გატანა შეხვედრის ბოლო წუთებში შეძლეს. 85-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის პასით ვაკო ყაზაიშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ამ უკანასკენსაც არ გასჭირვებია მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა.
მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს თავი ჯაბა კანკავამ დაახვედრა და მასპინძლების უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმაც გოლთან ერთად საფინალო სასტვენიც მისცა და ქართველბემა 3-0 იმარჯვეს. ამ მოგებით ვლადიმერ ვაისის შეგირდებს 9 ქულა აქვთ და დლიგის ა ჯფუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ოქტომბერს, სტუმრად, ლატვიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო 3:0 ანდორა
თბილისი, „დინამო არენა“
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი (68’ ანანიძე), ჩაკვეტაძე (90’ ჭანტურიშვილი), კაჭარავა (81’ გვილია), ნავალოვსკი
სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, ხოჭოლავა, აბურჯანია, ტაბიძე, მერებაშვილი, ზარანდია, ჯიღაური, გვილია, დვალი
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ანდორა: გომეში, მარტინესი, ვალესი, რებესი (78’ პუჟოლი), ილდეფონს ლიმა, ვიეირა, სან ნიკოლასი, სერვოსი, ჩუს რუბიო (88’ ჟორდი რუბიო), იოვერა (45+1’ გარსია), როდრიგესი
სათადარიგო შემადგენლობა: პირესი, ფერან პოლი, სანჩესი, მორენო, კლემენტე, ფერე, მარკ გარსია მთავარი მწვრთნელი: კოლდო ალვარესი
მსაჯები: ლეონტიოს ტრატუ (კვიპროსი), მიკაელ სოტერუ (კვიპროსი), პეტროს პეტრუ (კვიპროსი), ვასილის დიმიტრუ (კვიპროსი), ნიკოლას ნეოკლეოსი (კვიპროსი), პავლოს გეორგუ (კვიპროსი)
გაფრთხილება: 28’ მარტინესი, 33’ იოვერა, 38’ კიტეიშვილი, 51’ გარსია, 60′ როდგირესი
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (33), 2:0 ყაზაიშვილი (84), 3:0 კანკავა (90+4)