“სიონმა” “სამტრედია” გაანადგურა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის პირველი მატჩი გაიმართა თბილისში, “მიხეილ მესხის” სახელობის სათადარიგო სტადიონზე. ერთმანეთს ” სამტრედია” და “სიონი” დაუპირიპირდნენ. მატჩი ბოლნისელების გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა.

“სიონის” ფეხბურთელებმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და შეხვედრის მე-12  წუთზე ვილი ისიანის პასით დავით კირკიტაძემ თავისი ყოფილი გუნდის კარში პირველი ბურთი გაიტანა.

გოლიდან 4 წუთში კირკიტაძემ მეტოქის საჯარიმოში ტექკიკურად ითამაშა,  და დუბლიც გაიფორმა.

32-ე წუთზე ბოლნისელებმა მესამე გოლი გაიტანეს. დავით კირკიტაძის პასი ბიძინა მახარობლიძემ ისარგებლა და მეტოქის კარიც დალაშქრა.

შეხვედრის 74-ე წუთზე ლევან ხმალაძის  პასით დავით კირკიტაძემ კვლავ გაიტანა  და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 4-0 ბოლნისელთა სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით “სიონის” ფეხბურთელებმა  16 ქულას მოუყარეს თავი და ცრილის მე-8  საფეხბურზე იმყოფებიან, “სამტრედია” კი- 9 ქულით მე-9 ადგილზეა “გამაგრებული”.

ფოტო: fb/sioni