“ტორპედოს” კიდევ ერთი შეხვედრა გადაიდო
ეროვნული ლიგის მე-20 ტურიც არასრულად ჩატარდება. ქუთაისის “ტორპედოსა” და “რუსთავის” შეხვედრა გარკვეული დროით გადაიდო. მატჩი 12 აგვისტოს იყო ჩანიშნული.
9 აგვისტოს ქუთაისელები ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს “კუკესის” წინააღმდეგ გამართავენ. განმეორებითი შეხვედრა კი 16 აგვისტოსაა დაგეგმილი. ამრიგად “ტორპედოელებს” 1 კვირაში 3 შეხვედრის ჩატარება უწევდათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კვლავ დააკმაყოფილა იმერლების მოთხოვნა და შმატჩი დროებით გადადო.
6 აგვისტოს ქუთაისელებს გორის ” დილასთან” უნდა ეთამაშათ თუმცა, ეს შეხვედრაც ანალოგიური მიზეზით გადაიდო.
ორივე მატჩის ჩატარების ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.