ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე

საერთაშორისო საკალათბურთო სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. საკლუბო ტურნირების პარალელურად, ნოემბერში ვაჟთა და ქალთა სანაკრებო ფანჯრები იტარდება, სადაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი მატჩები გაიმართება. FIBA-ს ტრადიციული ნდობის საფუძველზე, საპასუხისმგებლო საერთაშორისო შეხვედრები მომსახურების საქმეში ქართველი მსაჯები და ტექნიკური დელეგატეი (კომისარი) აქტიურად იქნებიან ჩაბმულები.

წარმოგიდგენთ ნოემბრის თვის სანაკრებო დანიშვნებს, სადაც საქართველოს წარმომადგენლები იმსაჯებენ და მატჩებს გაუძღვებიან:

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი (მე-5 ფანჯარა)

  • მერაბ რატიშვილი (FIBA-ს ტექნიკური დელეგატი)

    • 27 ნოემბერი | ჰააგა, ნიდერლანდები — ნიდერლანდები VS ისრაელი

ევროპის 2029 წლის ევრობასკეტის წინა-საკვალიფიკაციო ეტაპი (1-ლი ფანჯარა)

  • კირილე თვაური (მსაჯი)

    • 26 ნოემბერი | სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია — ჩრდილოეთ მაკედონია VS კვიპროსი

    • 29 ნოემბერი | ტიმიშოარა, რუმინეთი — რუმინეთი VS დანია

ევროპის 2027 წლის ქალთა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი (მე-5 ფანჯარა)

  • მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

    • 11 ნოემბერი | სტამბოლი, თურქეთი — თურქეთი VS მონტენეგრო

  • კირილე თვაური (მსაჯი)

    • 14 ნოემბერი | ბარი, მონტენეგრო — მონტენეგრო VS პოლონეთი

  • მერაბ რატიშვილი (FIBA-ს ტექნიკური დელეგატი)

    • 17 ნოემბერი | რიგა, ლატვია — ლატვია VS იტალია

ქართველი არბიტრებისა და ტექნიკური დელეგატების რეგულარული დაწინაურება და მაღალი რანგის მატჩებზე მიწვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროფესიონალიზმსა და ავტორიტეტს, რომელიც საქართველოს საკალათბურთო სკოლას საერთაშორისო სივრცეში გააჩნია.

წყარო: gbf.ge