უკრაინა – საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას უკრაინის წინააღმდე გამართავს. 

უკრაინა – საქართველოს მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება, სადაც ეროვნული გუნდი დღეს ჩავიდა. 

16 ნოემბერს, ნაკრები მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. 

16 ნოემბერის განრიგი | სლოვაკეთის დროით

  • 12:00 უკრაინის ნაკრების ვარჯიში | კოშიცეს საწვრთნელი ცენტრი 
  • 17:00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია | კოშიცე არენა
  • 17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში | კოშიცე არენა
  • 18:30 უკრაინის ნაკრების პრესკონფერენცია | კოშიცე არენა

წყარო: nakrebi.ge