უკრაინა – საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას უკრაინის წინააღმდე გამართავს.
უკრაინა – საქართველოს მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება, სადაც ეროვნული გუნდი დღეს ჩავიდა.
16 ნოემბერს, ნაკრები მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
16 ნოემბერის განრიგი | სლოვაკეთის დროით
- 12:00 უკრაინის ნაკრების ვარჯიში | კოშიცეს საწვრთნელი ცენტრი
- 17:00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია | კოშიცე არენა
- 17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში | კოშიცე არენა
- 18:30 უკრაინის ნაკრების პრესკონფერენცია | კოშიცე არენა
წყარო: nakrebi.ge