ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
საერთაშორისო საკალათბურთო სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. საკლუბო ტურნირების პარალელურად, ნოემბერში ვაჟთა და ქალთა სანაკრებო ფანჯრები იტარდება, სადაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი მატჩები გაიმართება. FIBA-ს ტრადიციული ნდობის საფუძველზე, საპასუხისმგებლო საერთაშორისო შეხვედრები მომსახურების საქმეში ქართველი მსაჯები და ტექნიკური დელეგატეი (კომისარი) აქტიურად იქნებიან ჩაბმულები.
წარმოგიდგენთ ნოემბრის თვის სანაკრებო დანიშვნებს, სადაც საქართველოს წარმომადგენლები იმსაჯებენ და მატჩებს გაუძღვებიან:
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი (მე-5 ფანჯარა)
-
მერაბ რატიშვილი (FIBA-ს ტექნიკური დელეგატი)
-
27 ნოემბერი | ჰააგა, ნიდერლანდები — ნიდერლანდები VS ისრაელი
-
ევროპის 2029 წლის ევრობასკეტის წინა-საკვალიფიკაციო ეტაპი (1-ლი ფანჯარა)
-
კირილე თვაური (მსაჯი)
-
26 ნოემბერი | სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია — ჩრდილოეთ მაკედონია VS კვიპროსი
-
29 ნოემბერი | ტიმიშოარა, რუმინეთი — რუმინეთი VS დანია
-
ევროპის 2027 წლის ქალთა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი (მე-5 ფანჯარა)
-
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
-
11 ნოემბერი | სტამბოლი, თურქეთი — თურქეთი VS მონტენეგრო
-
-
კირილე თვაური (მსაჯი)
-
14 ნოემბერი | ბარი, მონტენეგრო — მონტენეგრო VS პოლონეთი
-
-
მერაბ რატიშვილი (FIBA-ს ტექნიკური დელეგატი)
-
17 ნოემბერი | რიგა, ლატვია — ლატვია VS იტალია
-
ქართველი არბიტრებისა და ტექნიკური დელეგატების რეგულარული დაწინაურება და მაღალი რანგის მატჩებზე მიწვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროფესიონალიზმსა და ავტორიტეტს, რომელიც საქართველოს საკალათბურთო სკოლას საერთაშორისო სივრცეში გააჩნია.
წყარო: gbf.ge