17-წლამდე ნაკრებმა ჯგუფი დაძლია და A ლიგაში იასპარეზებს
მატჩის გვერდი – საქართველო 1:1 ყაზახეთი
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი რაუნდის ჯგუფის მატჩები დღეს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ყაზახეთის ასაკობრივ გუნდთან შეხვედრით დაასრულა – 1:1.
პირველ მატჩში, გიორგი ჩიტაურის გუნდმა ავსტრიასთან ასევე ფრედ – 0:0 ითამაშა და 2 ქულით ჯგუფის დაძლევა და A ლიგაში თამაშის ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მეორე რაუნდის A ლიგის წილისყრა ნიონში 10 დეკემბერს გაიმართება.
დღევანდელ შეხვედრაში თავის გამოჩენა ანდრია ოჩიგავამ შეძლო, რომელმაც 42-ე წუთზე ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი თავით მეტოქის კარში გადაგზავნა. მეორე ტაიმის მიწურულს კი, 87-ე წუთზე ალი სადირბაევმა წონასწორობის აღდგენა თითქმის იდენტური სიტუაციიდან შეძლო.
წყარო: nakrebi.ge