ეროვნულ ლიგაში შესვენება გამოცხადდა

ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის გუნდები 2 კვირით შეისვენებენ. მოგეხესნებათ, რომ სანაკრებო პაუზის ფარგლებში ეროვნული ნაკრები ისტორიულ შეხვედრას ლუქსმბურგის წიმააღმდეგ ჩაატარებს.

საინტერესო მატჩები გაიმართა ორივე ლიგაში დავიწყოთ კრისტალბეთ ეროვნული ლიგით.

ერთპიროვნული ლიდერი გახდა დინამო ბათუმი, რომელმაც თელავში გაიმარჯვა. ქუთაისის ტორპედომ ორი წაგების შემდეგ დილას აჯობა, ხოლო აქამდე უქულო გაგრამ სამტრედიაში მოიგო.

სამტრედია 1:3 გაგრა

სამტრედიას ჯერ არ მოუგია, ორ-ორი ფრე და წაგება აქვს.

ტორპედო 1:0 დილა

ქუთაისელებს ზედიზედ ორი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული და ამჯერად 1:0 სძლიეს გორის დილას, რომელიც ქულის დაუკარგავად იყო ცხრილში. ერთადერთი გოლი გიორგი არაბიძემ გაიტანა და თან ლამაზიც

თელავი 0:1 დინამო ბთ მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ გაიმარჯვა და ქულათა მაქსიმუმი აქვს – 12. ბათუმელებმა თელავს სტუმრად მოუგეს დავით მუჯირის გოლით.

ლიგა 2-ის მე-3 ტურში დინამო 2 – ლოკომოტივი ფრედ 1-1 დასრულდა. ფრე, 0-0 დაფიქოსრდა სპაერისა და არაგვის მატჩში, შტურმმა 5-0 სძლია ხობის კოლხეთს. სიონმა 1-0 მოუგო რუსთავს, ხოლო ვიტ-ჯორჯიამ დაძაბულ შეხვედრაში გარეჯი დაამარცხა ანგარიშით 3-2.