ლოკომოტივი ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს.

თბილისურმა გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა ეროვნული ლიგის ბინადარ სამტრედიასთან ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრაში ლოკოს მხრიდან გოლების გატანა მახარობლიძემ და ტაბატაძემ მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივმა მოსამზადებელ ეტაპზე თბილისის დინამო, სპაერი, ბოლნისის სიონი და წყალტუბოს სამგურალი დაამარცხა, არაგვთან დამარცხდა, ხოლო საბურთალოსთან და გაგრასთან ფრედ ითამაშა.

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას “თბილისის” ლოკომოტივი 26 თებერვალს გორის “დილას” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და გორში რაგბის სტადიონზე ჩატარდება.