ჯიკიჩი: ბევრი დეტალი მომეწონა და თავისთავად ბევრი რამ არ მომწონს, რადგან თამაში წავაგეთ
პირველ რიგში ვულოცავ დანიას. მეტოქემ მოხსნებში გვაჯობა, ჩვენი დაკავრგვების შემდეგ ძალიან ბევრი ქულა ჩაგვიგდო, სტატისტიკის მიხედვით ბურთი 26-ჯერ დავკარგეთ. ამის გარდა, მეორე ნახევარში 47 ქულა მივიღეთ, რაც სრულიად გაუმართლებელია, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ვიმუშაოთ. ეს მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი იყო და აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უკეთ.
რას ფიქრობთ სერბეთთან თამაშზე, ძალიან პრინციპული დაპირისპირება იქნება…
სერბეთთან თამაშზე ამ წამს არ ვფიქრობ, ახლა იმ თამაშზე ვდარდობ, რომელიც წავაგეთ. უნდა ვისწავლოთ ჩვენ შეცდომებზე და ვცადოთ, რომ ისინი არ გავიმეოროთ. სხვა მხრივ, სერბეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ფავორიტია, ჩვენ კი ჩვენი როლი უნდა მოვირგოთ. აუცილებლად ვეცდებით, რომ იმის კეთება გავაგრძელოთ, რასაც პირველ ნახევარში ვაჩვენებდით, აგრესიული დაცვა ვითამაშოთ და იმის გაკონტროლება, ვცადოთ რა მოედანზე ხდება. ეს არის სერბეთთან წარმატების ერთადერთი გზა.
იყო თუ არა თქვენთვის რთული დანიაში ფავორიტის სტატუსით ჩამოსვლა?
ყოველთვის სახალისოა, როდესაც გუნდებს ფავორიტის და აუტსაიდერის სტატუსს ანიჭებენ. მგონია, დამეთანხმებით, რომ დღევანდელი თამაში და ჩვენი და სერბეთის დაპირისპირება ერთმანეთის ანალოგიური სიტუაციები არ არის. ვგულისხმობ იმას, რომ დანიასა და საქართველოს დონე ბევრად უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ჩვენი და სერბეთის.
ყველა თამაშში არსებობს მომენტი, რომელიც დღეს ჩვენც გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მათ ძალიან ბევრი ქულა ჩააგდეს და როცა ქულებს არ აგროვებნენ, ცდილობდნენ მოხსნები მოეგოთ. თუ შეხედავთ მათ სტატისტიკას, ორ და სამ ქულიანი სროლების მაჩვენებლებს, ხედავთ რომ კარგად ვითამაშეთ, თუმცა მოხსნებში ვერ გამოვიჩინეთ თავი. მათი დაცვისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავათ, ჩვენ ისეთი შეცდომები დავუშვით, რომელიც მათი თამაშიდან არ გამომდინარეობდა.
ერთი შეხედვით, სიმაღლის უპირატესობა გქონდათ, ძალიან გამოცდილი მაღალი მოთამაშეები გყავთ. რას იტყვით მათ თამაშზე, რადგან მოხსნები დაპირისპირება დათმეთ?
ამას არაფერი აქვს საერთო. დანია მოედანზე ენერგიულად გამოვიდა, რასაც ველოდით. ვიცოდით მათი ფორმაცია, მათი დაბლები ძალიან ენერგიული მოთამაშეები არიან. ე.წ „ლოჯისტიკური კალათბურთელები“. ისინი მათ ლიდერებს მიყვებიან. მიუხედავად იმისა რომ მომენტების უმრავლესობა არ შეუქმნიათ, დანიის ლიდერებზე ჩვენი გამახვლიებული ყურადღება გამოიყენეს. ზოგჯერ ქულის აღებით, ზოგჯერ კი მოხსნით. საბოლოო ჯამში დანიელებს ჩვენზე 20-ჯერ მეტი შეტევა ჰქონდათ და გამარჯვების მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.
მეორე ნახევარში ვეცადე, რომ ჩემი მოთამაშეები არ დამეღალა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ისინი ახლა სხვალობენ ჩემთან ერთად თამაშს, მე ახლა ვითვისებ თუ როგორ ვუხელმძღვანელო მათ. ეს ჯერ კიდევ პროცესია. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ბევრი დეტალი მომეწონა და თავისთავად ბევრი რამ არ მომწონს, რადგან თამაში წავაგეთ.
gif.ge