ფუტსალი | საქართველო 4:1 სლოვაკეთი
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სლოვაკეთი დაამარცხა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
სლოვაკეთის ნაკრების კარში გოლები გიორგი ჩიმაკაძემ და შოთა თოფურიამ გაიტანეს, ხოლო არჩილ სებისკვერაძემ დუბლი შეასრულა.
საპასუხო მატჩი 23 სექტემბერს ბრატისლავაში გაიმართება. ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული გუნდი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ევრო 2026 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.