ოზურგეთელებმა შეკრება მარცხით დაასრულეს
საფეხბურთო კლუბი ოზურგეთის “მერცხალი” ეროვნული ლიგა 4-ის 2026 წლის სეზონის დასკვნითი ეტაპისთვის აქტიურად მოემზადა. გუნდმა რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დაიმატა და მათი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.
ოზურგეთის “მერცხალმა” მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში არაერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა, გურულებმა მზადების ეტაპზე ბევრი ახალი კომბინაცია და ტაქტიკური კაზუსები შეასრულეს რომელთა გამოყენებას ოფიციალურ შეხვედრაბში აპირებენ. რაც შეეხება ბოლო ამხანგურ შეხვედრაში “მერცხალი” მარტვილი “მერანი 2”-თან ანგარიშით 2-1 დამარცხდა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ტაიმში ჭყონიდიდელებმა მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს, ოზურგეთელებმა ანგარიში მინიმუმადე 74-ე წუთზე შეამცირეს. არაერთი საგოლე მოემნტის მიუხედავად მერცხალმა ანგარიშის გათანაბერბა ვერ შეძლეს. ზოგადად კი მერცხალის ერთი-ერთი პრობლემა სწორედ მომენტების ვერ გამოყენებაა.
შემდეგ შეხვედრას “მერცხალი” 7 აგვისტოს “არაგველების” წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და შატლის სტადიონზე ჩატარდება.