საქართველოს თასზე შვიდი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა

1 და 2 აგვისტოს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის შვიდი 1/8-ფინალური შეხვედრა გაიმართა.

1/4-ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება გაგრამ, არაგვმა, ტორპედომ, დინამო ბათუმმა, დილამ, სამგურალმა და რუსთავმა მოიპოვეს. კიდევ ერთი მერვედფინალისტი სამტრედიას და იბერია 1999-ის გადადებულ შეხვედრაში გამოვლინდება. მატჩი 3 სექტემბერს შედგება და სწორედ ამ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი გახდება რუსთავის მეტოქე მომდევნო ეტაპზე. სამი მეოთხედფინალური შეხვედრა კი 26 აგვისტოს შედგება.

გაგრა – არაგვი
ტორპედო – დინამო ბათუმი
დილა – სამგურალი