ლოკომოტივი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება
საქართველოს ჩემპიონატების განახლებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და გუნდები სეზონის დაწყებამდე მზადების ბოლო ეტაპზე იმყოფებიან. ამ პერიოდში განსაკუთრებული დატვირთვა ამხანაგურ მატჩებზე მოდის, სადაც მთავარი მწვრთნელები ტაქტიკურ სქემებს ამუშავებენ, ახალ ფეხბურთელებს ამოწმებენ და ოპტიმალურ შემადგენლობებს არჩევენ.
მათ შორისაა თბილისის “ლოკომოტივიც”, რკინიგზელებმა უკვე გამართეს ორი ამხანგური შეხვედრა და ორივეში დამარცხდნენ. ჯერ “თბილისი 2025”-თან დამარცხდნენ ანგარიშით 2-3, შემდეგ კი სომხურ “ცსკასთან” ანგარიშით 0-4.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 27 ივლისს, 18:00 საათზე, ერთმანეთს მესამე ლიგის წარმომადგენლები – “ლოკომოტივი” და “დიდუბე” დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი ტესტი ჩემპიონატის სტარტამდე, სადაც უკვე ოფიციალურ ქულებზე მოუწევთ ბრძოლა.
ლიგა 3-ის გათამაშება სტარტს 6 აგვისტოს აიღებს. ლოკო გურიას ესტუმრება, დიდუბე კი მერანს.