საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
საქართველოში საკლუბო სეზონი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამშების 1/16-ფინალური მატჩებით განალხდება.
აღნიშნული ეტაპიდან თასის გათამაშებაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბები ერთვებიან. 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება, ხოლო 1/8-ფინალური შეხვედრები 1 და 2 აგვისტოს.
განვლილი მატჩების შედეგების, სტატისტიკური მონაცემებისა და 1/16-ფინალური ეტაპის მატჩების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ხილვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
საქართველოს თასის 2026 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.