დინამო თბილისი 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

სლავა მეტრეველის სახელობის 15-წლამდელთა ლიგის 2026 წლის სეზონის გამარჯვებული დინამო თბილისის ასაკობრივი გუნდი გახდა. 

გათამაშების დასკვნით შეხვედრაში დინამო თბილისის 15-წლამდე გუნდმა ინტერის აკადემია 6:1 დაამარცხა და ჩემპიონატი 72 ქულით დაასრულა. 

გამარჯვებულები ოქროს მედლებით და საჩემპიონო ფარით ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში სფფ-ის ვივე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა.

წყარო: gff.ge