ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა

3 ნოემბერს, ნიონში 2027 წლის ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. 

საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა. ირის ანტმანის გუნდის მეტოქეები ლატვია, აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი იქნებიან.

B ლიგაში C ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულები აღზევდებიან. B ლიგაში პლეი-ოფით დაწინაურების დამატებით შანსს C ლიგის ჯგუფების ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. 

ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩები 2027 წლის თებერვალ-მარტში, აპრილსა და ივნისში გაიმართება. 

წყარო: nakrebi.ge