უეფას მწვრთნელთა განათლების გადამზადების კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას ლიცენზირებული მწვრთნელების გადამზადების (Refresh) კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო.
C, B, A, Pro და მეკარეების B ლიცენზიის გადამზადების კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, ვისი ლიცენზიის მოქმედების ვადა უკვე ამოიწურა ან მიმდინარე წლის ბოლოს იწურება.
C და B ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის სარეგისტრაციო ფორმა 23 ნოემბერს დაიხურება, ხოლო A, Pro და მეკარეებს B ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის – 30 ნოემბერს. გადამზადების კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
კურსების ჩატარების ღირებულება და თარიღები
- C ლიცენზია – 100 ლარი | 7-8 დეკემბერი
- B ლიცენზია – 250 ლარი | 9-10 დეკემბერი
- A ლიცენზია – 500 ლარი | 14-15 დეკემბერი
- PRO ლიცენზია – 1000 ლარი | 17-18 დეკემბერი
- მეკრეების B ლიცენზია – 250 ლარი | 22-23 დეკემბერი
წყარო: gff.ge