ფუტსალის მსაჯთა პირველი შეკრება
11 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის მსაჯთა პირველი ოფიციალური შეკრება გაიმართა. სამსაჯო განყოფილების ფუტსალის მიმართულება სტრუქტურული განახლების შედეგად გაფართოვდა. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ფუტსალის მსაჯთა მიმართულებას არსენ ნონიკაშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო ფუტსალის მსაჯთა განათლებასა და რეკრუტირებაზე ზვიად ბლიაძეა პასუხისმგებელი.
აღნიშნული ცვლილებების ფარგლებში ჩამოყალიბდა ფუტსალის მსაჯთა შეფასებისა და რეგულარული სწავლების განახლებული სისტემა. ახალი სისტემის ფარგლებში გამართულმა პირველმა ოფიციალურმა შეკრებამ ფუტსალის მოქმედი მსაჯები და ამ მიმართულებით დაინტერესებული სხვა მსაჯები გააერთიანა. შეკრება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. პროგრამაში ინტეგრირებული იყო ეპიზოდური სიმულაციები და ფიზიკური აქტივობები.
მსაჯთა განვითარების რეგულარული აქტივობები სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდება და მიზნად ფუტსალის მსაჯთა კორპუსის სამომავლო ზრდასა და განვითარებას ისახავს.
წყარო: gff.ge