19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობა დაასრულა. 19-წლამდელებმა დანიასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ჯგუფის მასპინძელი სან მარინო დაამარცხეს – 0:1.
ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა, ჯგუფში მესამე პოზიცია დაიკავა. 19-წლამდელთა მომდევნო შესარჩევი ციკლი 2027 წელს დაიწყება და მასში მონაწილეობას ვასილ მაისურაძის ფორმაციის გუნდი მიიღებს.
19-წლამდელთა ახალი საკვალიფიკაციო ციკლის წილისყრა ნიონში, 10 დეკემბერს გაიმართება.
წყარო: nakrebi.ge